გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე დროშები დაუშვეს

8-08-2019

საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.


საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სახელმწიფო დროშები 7-8 აგვისტოს განმავლობაში დაეშვა. დიპლომატიურ მისიებში მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.


რუსეთ-საქარათველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშა 7-8 აგვისტოს ყველა სახელმწიფო უწყებაზე დაეშვა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031