გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ტვ პირველის" დამფუძნებელი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება

8-08-2019

"ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. მას მაგისტრი მოქალაქე, არსენ კალატოზიშვილი დაკითხავს.

ვატო წერეთელი საქალაქო სასამართლოში "ტვ პირველის" სახეებსა და საკუთარ ადვოკატთან ერთად მივიდა.

არსებული ცნობით, წერეთელმა მიიღო მოკლეტექსტური შეტყობინება, რომლის მიხედვითაც იგი სასამართლოში გამოკითხვაზე უნდა მისულიყო.

ვატო წერეთელი გამოკითხვაზე 2 დღის წინაც დაიბარეს ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მან უარი თქვა მისვლაზე.

"ჩემი აზრით, წარმოუდგენელია ის, რაც ხდება. მე ვეცდები, ყველა კითხვას გავცე პასუხი. ეს არის იდიოტიზმი.

სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდეგ დამიბარეს მე გამოკითხვაზე", - განაცხადა ვატო წერეთლმა ჟურნალისტებთან საუბრისას სასამართლოში შესვლამდე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930