გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისში „ანტიოკუპაციური ტაქსი“ იმოძრავებს

20-02-2018

მოძრაობის "ძალა ერთობაშია" იდეით თბილისში რამდენიმე დღეში ანტიოკუპაციური ტაქსი იმოძრავებს. საქართველოს სახელმწიფო დროშისა და რუსული ოკუპაციის მთავარი ატრიბუტის - მავთულხლართების კომბინაციით გაფორმებული ტაქსის მთავარი დანიშნულება საინფორმაციო-შემეცნებითი და საქველმოქმედო იქნება. ამის შესახებ Deoccupation.ge წერს. 

ტაქსი დადგენილი სატარიფო ნიხრის გარეშე იმოძრავებს და ნებისმიერ მგზავრს ექნება საშუალება, მგზავრობის საფასური საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვროს.

გადახდილი თანხა ორგანიზაციის „ძალა ერთობაშია“ სამოქალაქო-საპატრულო ჯგუფის მისიის შეუფერხებლად შესრულებას, ასევე შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, საოკუპაციო ზოლში მდებარე სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას მოხმარდება.

ტაქსის სალონში დამონტაჟდება ვიდეომონიტორი და ნაჩვენები იქნება რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი კლიპები, მძღოლები კი „ძალა ერთობაშია“ წევრები იქნებიან, რომლებიც მგზავრების სურვილის შემთხვევაში, მათთან რუსულ საფრთხეებზე და ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრებენ.

კვირაში ერთხელ ტაქსის მგზავრებს საზოგადოების ცნობილი სახეები: მსახიობები, სპორტსმენები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მოემსახურებიან. დაგეგმილია პირდაპირი ეთერები „ფეისბუქზე“, სადაც შეიქმნება სპეციალური გვერდი „ანტისაოკუპაციო ტაქსი“.




imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930