გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო: 56-ე ბაღის აღსაზრდელის შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა

20-02-2018

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, თბილისის 56-ე ბაღში აღსაზრდელის ჩუტყვავილათი გარდაცვალების ფაქტს სპეციალისტები სწავლობენ.

 

მისივე თქმით, დაწესებულებაში შესაბამისი ღონისძიებები უკვე გატარებულია.

 

„ამ დაწესებულებაში უკვე ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში დამთავრდება მოკვლევა და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, რომელსაც ჰქვია სისხლმდენი ჩუტყვავილა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ პატას ოჯახს“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930