გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს

10-08-2019

პროკურატურა სასამართლოს ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების

საკითხთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს მიმართავს. ჯერჯერობით უცნობია, აღკვეთის რა ფორმას მოითხოვენ პროკურორები.

გვარამიას განცხადებით, იგი პატიმრობისა ან დარბაზიდან გათავისუფლების გარდა სხვა 
გადაწყვეტილებას არ დათანხმდება.

ნიკა გვარამიას ბრალის დადგენილება ოფიციალურად გუშინ გადაეცა, თუმცა მან დადგენილება პროტესტის ნიშნად დახია.

გვარამია გეგმავს, პროკურორის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.

შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930