გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ჩინეთში ტაიფუნის გამო მილიონზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

10-08-2019

ტაიფუნ ლეკიმას ჩინეთში სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მილიონზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუცია გახდა საჭირო. 16 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მას შემდეგ რაც შტორმმა ხმელეთისკენ გადაინაცვლა.


ლეკიმამ მეწყერი გამოიწვია ვენლინგში, რომელიც ტაივანსა და და შანხაის შორის მდებარეობს. შტორმს თავდაპირველად სუპერ ტაიფუნი უწოდეს, თუმცა მიწისძვრის შემდეგ ოდნავ შესუსტდა.


ლეკიმამ ჩრდილოეთით ჟეჯიანგის პროვინციისკენ გადაინაცვლა და მოსალოდნელია, რომ შანხაის დაატყდება თავს, რომლის მოსახლეობაც 20 მილიონს აღემატება.


ადგილობრივმა მთავრობამ სტიქიის გამო 1 000-ზე მეტი ფრენა და მატარებლის რეის გააუქმა.შანხაიდან 250 000-ზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. დაახლოებით 2 მილიონზე მეტ სახლში გაითიშა სინათლე და დაზიანდა ელექტროგადამცემი სადენები. ეს ჩინეთში მეცხრე ტაიფუნია წელს, თუმცა ყველაზე ძლიერი.




https://on.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728