გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მცხორებ მუსლიმებს რეგიონის რწმუნებულმა ყურბან-ბაირამობა მიულოცა

11-08-2019

დღეს ყურბან-ბაირამობაა. დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მცხორებ მუსლიმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ მიულოცა.


შავღელეში მდებარე მეჩეთში ყურბან-ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მისი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია დაესწრნენ.


ყურბან-ბაირამი მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია და წინასწარმეტყველი აბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის მოხსენებას ეძღვნება. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031