გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მორიგი მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან - სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა

11-08-2019

საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.


დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:29 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 24 კილომეტრში, 4.4 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა.


საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა გუშინ, 10 აგვისტოსაც. მიწისძვრის სიმძლავრემ, რომელიც თბილისის დროით 11:35 საათზე დაფიქსირდა, 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.



https://1tv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031