გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის სისტემა ეფექტურია

13-08-2019

"ფინანსთა სამინისტრომ აღკვეთა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და მოხდა ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების პრევენცია"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია აცხადებს.


მისივე თქმით, ბიუჯეტის ფული ეს მოსახლეობის ფულია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ეფექტურად იყენებს ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის პოლიტიკას და სახეზეა რომ ეს სისტემა ეფექტურია.


შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930