გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: "იმედზე" გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ ასევე უცვლელია მოღალატეები

15-08-2019

აგვისტოს ომზე "იმედზე" გასულ ფილმს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი ეხმაურება:

"ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ ასევე უცვლელია მოღალატეები...
რამდენადაც არ უნდა შეეცადო ისტორიის გადაწერას შედეგებიც უცვლელია: 
- 400-ზე მეტი დაღუპილი ჩვენი მოქალაქე 
- დაკარგული 151 დასახლებული პუნქტი 
- ოკუპირებული ახალგორი და კოდორი
მაგრამ ამასთანავე, ძალაუფლება შენარჩუნებული ხელისუფლება, მილიარდობით დოლარი მიღებული საერთაშორისო დახმარებების სახით, და საბოლოოდ, დაზარალებული საქართველო.

რა უჯდება ქვეყანას არასწორი ან განზრახ არასწორი გადაწყვეტილებები?! და რატომ იყო არასწორი ამას მაშინდელი აშშ ელჩის, კონდოლიზა რაისის , ტალიავინის დასკვნის და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები , ფაქტები და საბოლოოდ შედეგები ნათლად მოწმობს.
და თუ სიმართლე სიჩუმეს არღვევს მე არ ვპატიობ არც მტერს და არც ამ ადამიანებს ჩემი ქვეყნის მიწა-წყლის დათმობას, და თქვენ რა გიღირთ ამის პატიება (?)"-აცხადებს წილოსანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031