გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში საბავშვო ბაღების ავარიულ შენობებს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

15-08-2019

თბილისის 6 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები შემოდგომაზე განახლებულ, უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოში დაბრუნდებიან. ამჟამად, დედაქალაქის 9 საბავშვო ბაღის ავარიულ შენობებს გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები უტარდება. მათგან შვიდი კაპიტალურ გამაგრებას ექვემდებარება, 2 შენობაში კი მხოლოდ ავარიული ფლიგელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილისის N4, N170, N200, N100, N126, N150, N144, N55 და N2 საბავშვო ბაღების ავარიულობის შესახებ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა, რის შემდეგაც კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული შენობებიდან ბავშვები ახლომდებარე ბაღებში და ალტერნატიულ შენობებში გადანაწილდნენ. 

შენობების გამაგრების პარალელურად, განახლდება საბავშვო ბაღების ეზოები - შეიცვლება გზის საფარი და მოეწყობა სათამაშო მოედნები.

მიმდინარე სამუშოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, ორი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი რეკონსტრუქცია შედარებით გრძელვადიანი იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031