გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 2,7 პროცენტით იკლო

15-08-2019

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.

საქსტატის ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, მოგება-ზარალის მაჩვენებლების დაზუსტება საწარმოთა მხრიდან, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). 

საქსტატმა, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და მის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, განახორციელა სხვა არარეზიდენტებისგან მიღებული სესხების რეკლასიფიკაცია. შედეგად, შეიცვალა 2007-2018 წლების მონაცემები საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031