გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე გამოქვეყნებულ საარსებო მინიმუმზე: ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება

16-08-2019

ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კითხვას, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, დეტალური პასუხი “საქსტატმა” უნდა გასცეს.

“წინა სტატისტიკის გამოქვეყნების დროსაც განვაცხადეთ, რომ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც “საქსტატი” ითვლის ამ ყველაფერს. ამაზე “საქსტატმა” უნდა გასცეს დეტალური პასაუხი. ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება” - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930