გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: "Fitch"-ის რეიტინგზე დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურმა გარემომ და ეფექტურმა მმართველობამ

17-08-2019

სარეიტინგო კომპანიამ “Fitch” - მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა. 2019 წლის დასაწყისში საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდა „BB-“-დან „BB“-მდე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა. მორიგი მონიტორინგის შემდეგ “Fitch” - მა რეიტინგი ძალაში დატოვა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო მიმზიდველია.

მინისტრის განცხადებით, “Fitch” - ის რეიტინგზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურმა გარემომ, აგრეთვე საგადამხდელო ბალანსის მკვეთრმა გაუმჯობესებამ და ეფექტურმა მმართველობამ. 

"სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება განაპირობა საქართველოში მმართველობის მაღალმა ხარისხმა, მიმზიდველმა საინვესტიციო და ბიზნესგარემომ და რეგიონული შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებამ. ამასთან, სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას" - განაცხადა მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930