19-08-2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული დ.კ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ვაგზლის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები დ.კ. და არასრულწლოვანი რ.კ. თავს დაესხნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს ე.ჯ.-ს და დანების გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით 875 ლარის ღირებულების პირადი ნივთები გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა დ.კ. და არასრულწლოვანი რ.კ. 2018 წლის 7 აგვისტოს, ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ემუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ. დ.კ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო არასრულწლოვან რ.კ.-ს მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა.
არასრულწლოვან რ.კ.-ს საქმე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და ცალკე წარიმართა სასამართლოში განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||