გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ ნოდარ მელაძეს და „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელს სასამართლოში უჩივლოს

20-08-2019

ტელეკომოპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიიდან ნოდარ მელაძის, გიორგი ლაფერაშვილის, გიორგი გაბუნიას და სხვების გათავისუფლება იმ ფინანსური საკითხებიდან და იმ ზარალიდან გამომდინარეა გამოწვეული, რაც კომპანიას მიადგა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სალიამ არ გამორიცხა, რომ ამ ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივი დავა დაიწყონ.

„ვფიქრობთ, როგორც გვარამიას წინააღმდეგ, ამ პიროვნებების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა. შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან წამყვან თანამდებობებზე მუსაობენ, რადგენ ეს აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება“, - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, ისინი შესაბამის სარჩელზე უკვე მუშაობენ.

როგორც სალია აცხადებს, მაშინ, როცა ტელეკომპანიის თანამშრომლებს ხელფასები გაეყინათ და ის თანხა დღესაც არ აქვთ მიღებული, თანამშრომელთა გარკვეულმა ნაწილმა დიდი თანხები მიიღო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930