გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა წამალაშვილი: ეთერი რომ გაითიშა ხათუნა ხოფერია თმაში მწვდა

22-12-2017

„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ეკა წამალაშვილის განცხადებით, გუშინ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მას ხათუნა ხოფერია ფიზიკურადაც გაუსწორად.
მისივე თქმით, საქმეზე ძალადობის მუხლით უკვე დაწყებულია გამოძიება. 
„ხათუნა ხოფერიამ მომმართა მე, თვალი თვალში გამიყარა და ჩაილაპარაკა, მე შენ თმით გათრევო, რაზეც მქონდა რეაქცია, შევხედე და ვუთხარი რომ თქვენ ქუჩაში არ ხართ , ტელეიზიაში ასე არ ლაპარაკობენ-მეთქი, რის შემდეგაც ოქიტაშვილმა წყალი შემომასხა. 
ეთერი რომ გაითიშა, არც ვიცოდი ეთერი რომ გათიშული იყო. ადგა და მოვიდა ხოფერია და მწვდა თმაში. გამოვუძახე პატრულს. აღძრულია სსსკ-ის 126-ე მუხლით“- განაცხადა წამალაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში დავით ოქიტაშვილს, ხათუნა ხოფერიასა და ეკა წამალაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პირდაპირი ეთერი შეწყდა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031