გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

23-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს. 

ჩადენილი დანაშაული 5 - დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე “ საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცბელებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031