გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
10 წლის ბავშვი ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის დასათვალიერებლად გამოიპარა

21-02-2018

საპატრულო პოლიციამ თბილისში ხაშურიდან დაკარგული ბავშვი იპოვა. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს. 10 წლის ბიჭი თბილისში მშობლების დაუკითხავად ზოოპარკის დასათვალიერებლად წამოვიდა.


სახლიდან გამოპარული მოზარდი დედაქალაქში მატარებლით ჩამოვიდა. გვიან ღამით, "საპატრულო ეკიპაჟმა აღმაშენებლის გამზირისკენ მიმავალი 10 წლის ბიჭი შეამჩნია, მას გაესაუბრა და გაარკვია, რომ ის სახლიდან გამოიპარა“, - წერს ambebi.ge.


საპატრულო ეკიპაჟის წევრები ბავშვის მშობლებს დაუკავშირდნენ და სახლში ბიჭი სახლში დააბრუნეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031