გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი ძიუდოისტი, ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

25-08-2019

პონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.


ფინალურ შეხვედრაში ჩხვიმიანის მექტოე უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევი იყო, რომელმაც ბრძოლა აქტიურად დაიწყო. ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ლუხუმს ორი გაფრთხილება ჰქონდა, თუმცა მეტოქე ილეთზე წამოაგო და ვაზარი მოიპოვა.


ქართველს შეცდომის დაშვების უფლება აღარ ჰქონდა, რადგან მესამე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში ორთაბრძოლას დათმობდა. 17 წამი რჩებოდა, როდესაც ლუხუმმა მეტოქე იპონზე დასცა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


სამწუხაროდ, ამავე წონაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო.


იხილეთ ვიდეო: https://youtu.be/cb_yLRc93sE




https://1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031