გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისანში სპეცოპერაციისას დაზარალებულებმა შესაძლოა სასამართლოს მიმართონ

22-02-2018


 

 

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაზარალებულებმა, შესაძლოა, სასამართლოში სარჩელი შეიტანონ. როგორც ისინი განმარტავენ, სახლებში 17 დეკემბერს შეასახლეს, თუმცა დასკვნა შენობის მდგრადობის შესახებ ჯერაც არ მიუღიათ. მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე არც კომპენსაცია არ ჩარიცხულა.

 

„გვპირდებიან, სურათებს გვიღებენ, თავს გვიქნევენ, მაგრამ არაფერია შესრულებული. არც თანხებია ჩარიცხული. ვართ უპატრონოდ და შიშის ქვეშ. ლიფტში ყოველი შესვლისას მეშინია. ბზარები დღითიდღე იზრდება“-განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა „კურიერთან“.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031