გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრამდე აიკრძალა

30-08-2019

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე მშენებლობის გამო, დღეიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, ვაჟა ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. 

შესაბამისად, მუნიციპალური ავტობუსები: N21, N54, N89, N92 და N150, ასევე, მიკროავტობუსები: N88, N137 და N200 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირისკენ მარიჯანისა და ქავთარაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. 

კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ქავთარაძის ქუჩასთან და შემდგომ, ყაზბეგის გამზირთან დასაკავშირებლად, როგორც მარიჯანის, ასევე თავხელიძის ქუჩებით სარგებლობას შეძლებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031