გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქემოკლიძე: გასროლა შესაძლოა უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს

30-08-2019

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე სოფელ ჩორჩანასთან იმყოფება და მედიისთვის ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი განცხადებით, ვითარება არის სტაბილური და გასროლა ოკუპირებული ტერიტორიიდან არ მომხდარა.

„ამ დროისთვის ადგილზე ვითარება არის სტაბილური. არის სიმშვიდე. რაც შეეხება გასროლას, ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს", - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031