გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაშურიდან გამოპარულ ბავშვს ზოოპარკს დღეს დაათვალიერებინებენ

22-02-2018

ხაშურიდან თბილისში გამოპარულ 10 წლის ბავშვს დღეს დაათვალიერებინებენ ზოოპარკს. ბავშვი იმ პატრულის ეკიპაჟს მოჰყავს ხაშურიდან, რომელმაც გუშინ დაკარგული იპოვა. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბავშვს ერთწლიან აბონემენტს და ზოოპარკის საპატიო მეგობრის სერთიფიკატს გადასცემს. ხაშურელი ბავშვის მეგზური ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე იქნება:

“ზურა რამდენიმე ვოლიერშიც შეიყვანს პატარას. ის ცხოველებსაც გამოკვებავს და მოეფერება მათ. მას ექნება საშუალება, რომ ახლოდან გაიცნოს ზოოპარკის შიდა სამზარეულო,” - თქვა ზოოპარკის მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უფროსმა, მზია შარაშიძემ.

როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ ნაბიჯით ისინი ბავშვების სახლიდან გაქცევას მხარს უჭერენ. პირიქით, მიაჩნიათ, რომ მშობლებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო, რომ ბავშვები მიიყვანინ ზოოპარკის დასათვალიერებლად.

გუშინ 10 წლის ბიჭი თბილისში მშობლების დაუკითხავად ზოოპარკის დასათვალიერებლად წამოვიდა. სახლიდან გამოპარული მოზარდი დედაქალაქში მატარებლით ჩამოვიდა. გვიან ღამით, "საპატრულო ეკიპაჟმა აღმაშენებლის გამზირისკენ მიმავალი 10 წლის ბიჭი შეამჩნია, მას გაესაუბრა და გაარკვია, რომ ის სახლიდან გამოიპარა.

საპატრულო ეკიპაჟის წევრები ბავშვის მშობლებს დაუკავშირდნენ და ბიჭი სახლში დააბრუნეს.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031