1-09-2019
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 538 ახალი შემთხვევა.
სულ შიდსის ცენტრში, დღეისათვის, 7882 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5913 მამაკაცია, 1969 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4184 პაციენტს განუვითარდა, 1599 გარდაიცვალა.
არვ მკურნალობას იტარებს 4833 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
38.6 % - ნარკოტიკებისინექციური მომხმარებელია;
47.6 % - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
11.3 % - არიან მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
1.3 % - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
0.5 % - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2906 შემთხვევა), შემდეგ სამეგრელოსა – 1113 და იმერეთში – 956; 877 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, აფხაზეთში –516; კახეთში –386, ქვემო ქართლში –446, შიდა ქართლში –284, გურიაში –169, სამცხე-ჯავახეთში –102 და ა.შ.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||