გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და ბულგარეთის პრეზიდენტებს შორის პოლონეთში შეხვედრა გაიმართა

1-09-2019

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ბულგარეთის პრეზიდენტს, რუმენ რადევს შეხვდა.


შეხვედრისას ბულგარეთს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სანდო პარტნიორი ქვეყანაა.


შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და არსებულ საფრთხეებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.


საქართველო ბულგარეთთან აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. ბულგარეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე.


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.


ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთის, ესტონეთის პრეზიდენტებსა და ბელგიის პრემიერ-მინისტრთან.


პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნასა და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში".

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31