გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს: მიმართვა უნდა გამევრცელებინა მედიასთან შეხვედრამდე, რათა თუ იქნებოდა შეკითხვები, საკითხების დაზუსტებისთვის, თქვენც გქონოდათ დრო მოსამზადებლად

2-09-2019

მიმართვა უნდა გამევრცელებინა მანამ, სანამ შეგხვდებოდით თქვენ, ქართულ მედიას, რათა თუ იქნებოდა შეკითხვები, საკითხების დაზუსტებისთვის, თქვენც გქონოდათ დრო მოსამზადებლად, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ის არის პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე და მან ახსნა თავისი პოზიცია და ისაუბრა როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე.

„მე ვარ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე და მე გავაკეთე მიმართვა, სადაც ავხსენი ჩემი პოზიცია და ვისაუბრე როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი ვალდებულება. ეს უნდა გამეკეთებინა მანამდე, სანამ შეგხვდებოდით თქვენ, ქართულ მედიას, რათა თუ იქნებოდა შეკითხვები საკითხების დაზუსტებისთვის, იმ მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე, თქვენც გქონოდათ დრო მოსამზადებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკურია“. - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930