გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი ფრაქციის სხდომა ჩაშალა

6-09-2019

მინისტრობის კანდიდატებს დღეს ფრაქციული ფორმატით უსმენენ. პლენარულ სხდომათა დარბაზში, 12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა დაიწო.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი ფრაქციის სხდომა ჩაშალა.

სალომე სამადაშვილმა სხდომის შეწყვეტის შესახებ მაშინ განაცხადა, როდესაც პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მათ კითხვებზე პასუხები უნდა გაეცა.

"ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებდნენ, ამიტომაც სხდომის მოსმენა სწორად არ მიაჩნდა.

თვითონ მაკო გომურმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში არ იმყოფება. მან ეს სტატუსი ცოტა ხანში წაშალა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031