გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

8-09-2019

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს სეპარატისტული რეჟიმის მოქმედი ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.


25 აგვისტოს ჩატარებულ „არჩევნებში“ 65%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ხაჯიმბმამ ხმათა 24,83%, კვიცინიამ კი 22,91% მიიღო. მესამე ადგილზე გასულმა ოთარ არშბამ მხარდაჭერა ალხას კვიცინიას გამოუცხადა.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „არჩევნებს“ არალეგიტიმური უწოდა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაგმო.



https://imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31