გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
SOS! ჰოლანდიიდან, თურქეთიდან და ბელგიიდან შემოტანილ პროდუტებში საშიში ბაქტერია აღმოაჩინეს

9-09-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, შესაბამისი სასაზღვრო-ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ბელგიის სამეფოს, ჰოლანდიის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის სამი შესაბამისი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინეს. აღნიშნულ პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია მეორედ დაფიქსირდა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის 426-ე დადგენილებით, მე-5 მუხლის 51 და 52 პუნქტების შესაბამისად, კონკრეტული საწარმოებიდან პროდუქციის იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031