გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, ასე თავისუფალი ბიზნესი არ ყოფილა

13-09-2019

"საქართველოში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია. აქედან, 20 წელზე მეტი ვარ ბიზნესში, ერთი წელი ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო, რაც აქტიურ ბიზნესში და აქტიურ პოლიტიკაში ვარ, არ ყოფილა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მამუკა ხაზარაძის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კონკრეტული ფაქტები ზეწოლასთან დაკავშირებით, უნდა დადონ ფაქტები და დაასაბუთონ.


„თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს ფაქტები, მოიტანონ და დადონ, და თუ არ იქნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ... ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ არა, რომ მთავრობის წევრი ვარ - შეიძლება დღეს ვარ, ხვალ არ ვიყო. თუ აქ ცხოვრობდა ამ წლების განმავლობაში ადამიანი და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს - ეს არის ფაქტი. იქნება გამონაკლისი? ვინმეს რამე პრობლემა აქვს...გამოიტანონ სააშკარაოზე და ვილაპარაკოთ”, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031