გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპული მუშა „ენ ეს გრუპში“ მუშაობდა

15-09-2019

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ მუშა მათ ტერიტორიაზე დაიღუპა, სადაც ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. უნივერსიტეტის A და E კორპუსებში ეზოს კეთილმოწყობისთვის, საკანალიზაციო სისტემების და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, სახელმწიფო ტენდერის შედეგად კომპანია „ენ ეს გრუპი“ დაიქირავეს.


„ენ ეს გრუპის“ დირექტორმა, ლევან აბჟანდაძემ განაცხადა, რომ მომხდარზე მედიასთან მოგვიანებით ისაუბრებს.


„ვარკვევთ რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, კომპანია კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს“, - აცხადებს აბჟანდაძე.


თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევა სრეაბილირაციო სამუშაოებს არ უკავშირდება.


დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.



https://imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031