გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

18-09-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ლ.გ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 15 050 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ოქროს მონეტები გამოავლინეს. ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ 144.32 გრამი, ხოლო პლატინის საერთო წონამ 6.29 გრამი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930