გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზერბაიჯანის მოქალაქეებს არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდათ

18-09-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და მათი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7960 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და თითოეულს სანქციის სახით, ათას-ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31