გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
NDI ხვალ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

18-09-2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო, ხვალ მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილს წარუდგენენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.


ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31