გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19-09-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "პირველს"პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მეზვრიშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. მას საზოგადოებასთან ურთიერთობის, პროტოკოლის და საგარეო ურთიერთობების საკითხები ებარა.

ნათია მეზვრიშვილს 2017 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, მანამდე კი საპროკურორო საქმიანობას ეწეოდა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930