გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს - არსებული ინფორმაციით დედამ წერილი დატოვა

19-09-2019

გუშინ თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ინფორმაციას AMBEBI.GE ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭი, რომელიც კალათაში იყო მოთავსებული, სტუდენტმა იპოვა. ჩვილი დაახლოებით ერთ თვემდე ასაკისაა.

არსებული ინფორმაციით, კალათში საბავშვო საფენები და დედის წერილიც იდო, რომელშიც ქალი წერდა, რომ საშუალება არ აქვს ბავშვის გაზრდის, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

newposts

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31