გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომლებს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ჰქონიათ

20-09-2019

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაკითხეს.

ინფორმაციას ადასტურებს ანზორ ჩუბინიძეც.

მისი თქმით, მან გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცა.

ჩუბინიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობა პარლამენტის დაცვა იყო და ის და მისი თანამშრომლები მოვალეობას ასრულებდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ აქციის დაშლისას ლეტალური ტყვიები გამოყენებული არ ყოფილა.

"რაც მკითხეს ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე. რატომ ვიმყოფებოდი პარლამენტის წინ? მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ დაცვის სამსახურის თანამშრომლებზე, რა თქმა უნდა არ გაცემდი არანაირ მითითებას სროლაზე. ჩემი სამსახურის თანამშრომლებს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ჰქონიათ. არავინ არ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის მეც" - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031