გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსთავში მოსწავლე მარიხუანას მოხმარების გამო უგონო მდგომარეობაში იპოვეს

21-09-2019

რუსთავში, შარტავას გამზირზე მოსწავლე უგონო მდგომარეობაში ნახეს. 


გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი დილით სკოლაში უნდა წასულიყო, თუმცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ცენტრალურ საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმმა სულხან სამხარაძემ განაცხადა, რომ მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა.


ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


რუსთავის #21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი  აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში არ მისულა თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია.



https://inforustavi.ge/


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31