გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: დეკემბრის ბოლოს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას ანგარიშს იმის შესახებ, რომ თითოეული მიმართულებით გვექნება კონკრეტული შედეგები

21-09-2019

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი პრეზენტაცია შეეხებოდა ათ მთავარ მიმართულებას, რომელიც გეგმად დაისახა საქართველოს პარლამენტმა და ჩვენ უკვე დეკემბრის ბოლოს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას ანგარიშს იმის შესახებ, რომ თითოეული ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა ფრაქცია „ქართულო ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართული პრეზენტაციის კომენტირებისას, სადაც წარმოდგენილი იყო საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა.

მისივე თქმით, პარლამენტი კონკრეტული შედეგების შესახებ მუდმივად ჩააყენებს საზოგადოებას საქმის კურსში.

„ეს არის ის მთავარი 10 მიმართულება, რაც ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ხელშესახებ შედეგებამდე მიგვიყვანს ანუ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რამდენიმე თვეში ათივე მიმართულებით გვექნება კონკრეტული შედეგები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930