გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 153 916 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს

23-09-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 153 916.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (1116.33 გრამი) და ვერცხლის (75.34 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930