გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"kommersant.ru"(რუსეთი): საქართველოს უვიზო რეჟიმის თავზე გერმანია ჩამოწვა

24-02-2018

საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხს რუსული პრესაც ეხმაურება: გაზეთ «КоммерсантЪ»-ში დაბეჭდილია სტატია „შთამბეჭდავი“ სათაურით „საქართველოს უვიზო რეჟიმის თავზე გერმანია ჩამოწვა // ბერლინი ქართველი მოქალაქეების ქცევით შეშფოთდა“.


პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული თომას დე-მეიზერისა და მიხეილ ჯანელიძის განცხადებები, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თხოვნა თანამემამულეებისადმი - „ნუ გავწირავთ უვიზო რეჟიმსო“. ასევე ყურადღება ეთმობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს უვიზო რეჟიმის წინააღმდეგ რუსეთი პროპაგანდისტულ შეტევას ახორციელებს.


როგორც «КоммерсантЪ»-მა დიპლომატიური წყაროებისაგან შეიტყო, ევროპულ სახელმწიფოებში საქართველოს ზოგიერთმა საელჩომ თბილისიდან დირექტივები მიიღო, რომ მათ აკრედიტაციის ქვეყნების მთავრობებთან კონსულტაციები გამართონ „ვიზალიბერალიზების შენარჩუნების“ თემაზე. საელჩოების თანამშრომლებმა „მტკიცედ განაცხადონ, რომ თბილისი უვიზო რეჟიმის სრული გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგია და რომ ვიზალიბერალიზაცია უდიდესი მიღწევაა ქვეყნის დამოუკიდებლობის მთელ პერიოდში“. თუმცა, ამავე დროს, თბილისი აქტიურად არ გაუწევს წინააღმდეგობას, თუ ევროკავშირი დააჩქარებს „წინასწარი ელექტრონული რეგისტრაციის შემოღებას ქართველი მოგზაურებისათვის“, ანუ, თავისი არსით, ვიზის გამარტივებულ ფორმას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031