გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი შენგელია: სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ უმნიშვნელოვანესი მოვლენის, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების დისკრედიტაციას

23-09-2019

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, არათუ აკნინებს პროექტის მნიშვნელობას და მასშტაბებს, არამედ ამ შემთხვევაში სახელშივე ხდება უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსის დეკლარირება", - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მსოფლიო საგანანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება

,,ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაცია საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის ახალი სახელის მინიჭების კანონპროექტთან დაკავშირებით. უნდა აღნიშნოს, რომ საუნივერსიტეტო კომპლექსის სახელის ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის ღონისძიება. სახელწოდება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, არათუ აკნინებს პროექტის მნიშვნელობას და მასშტაბებს, არამედ ამ შემთხვევაში სახელშივე ხდება უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსის დეკლარირება. 

მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამასთან ის იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი მთელს რეგიონში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდება საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიო საგანანმანათლებლო სივრცეში და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვიწროპარტიული ინტერესებით დეტერმინირებულები, ცდილობენ საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების დისკრედიტაციას”, - წერს ირაკლი შენგელია

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031