გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თელავში ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

23-09-2019

თელავში ქმარმა სანადირო თოფით ცოლი, 48 წლის ნინო ლაზარიაშვილი მოკლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დედის ცხედარი შემთხვევის ადგილზე შვილმა ნახა.

მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა, რეზო კეკელიძემ, თვითმკვლელობა სცადა, თუმცა გადარჩა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

თვითმხილველთა თქმით, შემთხვევა შუადღისას მოხდა. მათივე განმარტებით, ცოლ-ქმარი დაშორებული იყო. ქალი დუბაიში ცხოვრობდა და თელავში, შვილების სახლში, რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ჯერ-ჯერობით მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსია ცნობილი არ არის.

ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება მოხდა, თუმცა მათ ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.

ექიმების თქმით, რეზო კეკელიძის გადარჩენის შანსი მცირეა.

შსს-მ გამოძიება ოჯახური ძალადობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. საქმეში ერთადერთი ბრალდებული რეზო კეკელიძეა.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930