გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული და ირანული მხარეები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობას გააძლიერებენ

24-09-2019

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ირანის რესპუბლიკის ელჩს - სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის შეხვდა.

მხარეებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ სფეროში თანამშრომლობის მარეგულირებელი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031