გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარკეთილში გარდაცვლილი ბიჭის მეზობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ

24-09-2019

ვარკეთილის მესამე მასივში ცრასართულიანი კორპუსის სახურავიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.


მოზარდი 108-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო. როგორც მისი ისტორიის მასწავლებელი, აღნიშნავს, გარდაცვლილს ოჯახსა და სკოლაში არანაირი სახის კონფლიქტი არ ჰქონია. პედაგოგი თვითმკვლელობას გამორიცხავს და ფიქრობს, რომ უბედური შემთხვევა მოხდა.


თვითმკვლელობას გამორიცხავენ მეზობლებიც. მათი თქმით, ბიჭი წყნარი და მშვიდი იყო, მისგან ხმამაღალი და კონფლიქტური საუბარი არასდროს გეუგონიათ.


ტრაგედიის დროს ბიჭი მეგობართან იყო სტუმრად და სახურავზეც, სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930