გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

24-09-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან შეხვედრა გამართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას დაეთმო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქ. ბათუმში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობას, რაც ნატოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დადასტურებაა.

ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს სამინისტროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებში მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930