გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერი გიორგი გახარიას: თქვენი ლიდერობა მნიშვნელოვანია

24-09-2019

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცეს.

როგორც მილოცვაშია აღნიშნული, ევროპული საბჭო და ევროკომისია რჩებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და განაგრძობენ საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ჩართულობისაკენ არის მიმართული.

„მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობას ჩვენი ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ჩვენი პოლიტიკური დაახლოების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ფართომასშტაბიანი გეგმების განსახორციელებლად. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შემდგომი კონსოლიდაციისთვის თქვენი ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა“, - აღნიშნულია მილოცვაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31