გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა

24-09-2019

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა.

ამის შესახებ "პირველს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით,  აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

"აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM)",-აცხადებენ სუს-ში.

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930