გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ცქიტიშვილი მირანდა ერემაძეს: 2012 წლამდე სასამართლო პოლიტიკური ზეწოლიდან თავისუფალი იყო?

26-09-2019


ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატს მირანდა ერემაძეს კითხვებით მიმართა.

„2012-მდე და 2012-ის შემდეგ თქვენთვის როგორი იყო და როგორი არის დღეს სასამართლო, პოლიტიკური ზეგავლენებიდან თავისუფალ სასამართლოს ვგულისხმობ, არა საკანონმდებლო და არა რეფორმებს, მე ვგულისხმობ პოლიტიკური ზეწოლიდან იყო თავისუფალი სასამართლო 2012 წლამდე თუ არა? რა გსმენიათ თქვენი კოლეგებისგან იყო თუ არა არაფორმალური ჩარევა როგორც ხელისუფლების ასევე პროკურატურის მხრიდან ?“

დიმიტრი ცქიტიშვილი ასევე დაინტერესდა მოსამართლე რამდენად ითვალისწინებდა კანონებს რომელსაც 2012 წლამდე ხელისუფლება იყენებდა.

„ზოგიერთი კანონი შესაძლებელია თუ არა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენოს იმისთვის რომ არალეგიტიმურად მოახდინონ ძალაუფლების კონსტატაცია ამა თუ იმ საკითხზე. მე თქვენ არა კანონმდებლობიდან გესაუბრებით, არა კანონებიდან, კონვენციებიდან და კონსტიტუციიდან რითიც გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, მე გეკითხებით, ითვალისწინებდით თუ არა რომ მაშინდელი მოქმედი ხელისუფლება 2012 წლამდე პერიოდს ვგულისხმობ უსამართლოდ იყენებდა კანონებს და თუ ფიქრობდით მაშინ როდესაც საქმეზე გადაწყვეტილებებს იღებდით „-მიმართა მირანდა ერემაძეს დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930